Skip to content

სიმულაციური ცენტრი არის სასწავლო ცენტრი, სადაც შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საშუალებით (მანეკენები, სამედიცინო ინსტრუმენტები, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ა.შ.) შექმნილია კლინიკური გარემო და ხდება სტუდენტების მიერ კლინიკური უნარების გამომუშავება.
ცენტრის მისიაა ხელი შეუწყოს მომავალ ექიმებში კლინიკური/პროფესიული უნარების გამომუშავებას და ამ გზით მაღალკვალიფიციური კადრის მომზადებას.
ცენტრის მიზანია მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სტუდენტებისათვის დარგობრივი უნარების გამომუშავება და კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების მომზადება.

ცენტრის ფუნქციებია:

  1. სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სტუდენტების დარგობრივი უნარების გამომუშავება.
  2. საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სასწავლო კურსების რეალიზაცია სიმულაციურ გარემოში.
  3. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით სამედიცინო შემთხვევების მოდელირება და მიზნობრივი პრაქტიკის განხორციელება.
  4. ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE), მეთოდოლოგიის დანერგვა და სტუდენტების კლინიკური უნარების ობიექტური შეფასება სხავადასხვა სიმულაციურ კლინიკურ გარემოში.