18 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის – “ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” ფარგლებში სამეცნიერო ღონისძიება გაიმართა.
საგამოფენო პავილიონში “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტები იყვნენ წარმოდგენილი.
ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები მონაწილეობდნენ.
“ევროპის უნივერსიტეტის” პავილიონში წარმოდგენილმა სიმულატორებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკულად განეხორციელებინათ მათთვის საინტერესო აქტივობები და დაესვათ შეკითხვები უნივერსიტეტის შესახებ.